საჯარო ხელშეკრულება გამყიდველებისთვის - FishHunt.ge
ბოლო განახლების თარიღი: 26/12/2025
კითხვებისთვის დაუკავშირდით: info@fishhunt.ge
საჯარო ხელშეკრულება გამყიდველებისთვის
FishHunt.ge - პლატფორმის გამოყენების პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 26/12/2025
კითხვებისთვის დაუკავშირდით: info@fishhunt.ge
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე საჯარო ხელშეკრულება ("ხელშეკრულება") წარმოადგენს იურიდიულ
შეთავაზებას FishHunt.ge-ს ("პლატფორმა") და ნებისმიერი რეგისტრირებული გამყიდველის
("გამყიდველი") შორის. FishHunt.ge არის მცირე მეწარმე, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას.
1.2. ხელშეკრულება ძალაში შედის გამყიდველის რეგისტრაციისა და პირობებზე ელექტრონული
თანხმობის დადასტურების მომენტიდან.
1.3. პლატფორმა მოქმედებს, როგორც შუამავალი გამყიდველსა და მყიდვალს შორის და
უზრუნველყოფს მხოლოდ ტექნიკურ და სერვისულ მხარდაჭერას.
1.4. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საკომისიო და გადახდის პირობები
2.1. პლატფორმის საკომისიო შეადგენს გაყიდული პროდუქტის ღირებულების 20%, თუ სხვა რამ არ
არის ინდივიდუალურად შეთანხმებული წერილობით.
2.2. გამყიდველს თანხა ჩაერიცხება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, თვეში ერთხელ, იმ
შეკვეთების მიხედვით, რომლებიც წარმატებით ჩაბარდა მყიდველს.
2.3. ვადაზე ადრე თანხის გატანის მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველს შეუძლია პლატფორმის
პიროფილიდან მოითხოვოს თანხის გადმორიცხვა.
2.4. პლატფორმის საკომისიო შეადგენს გაყიდული პროდუქტის ღირებულების 20% და ეს პროცენტი მოიცავს FishHunt-ის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდებას და ბანკის/გადამუშავების საკომისოებს.
3. პროდუქციის მიწოდება და ხარისხი
3.1. გამყიდველი ვალდებულია ჩააბაროს პროდუქცია მყიდველს მითითებულ ვადებში და
პირობებით.
3.2. თანხის ჩარიცხვა გამყიდველისთვის ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა წარმატებით
ჩაბარდა მყიდველს.
3.3. პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას, ფოტოებსა და
ხარისხობრივ სტანდარტებს.
3.4. გამყიდველი პასუხისმგებელია, რომ პროდუქტი არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და
მესამე პირების ინტელექტუალურ საკუთრებას.
4. დაბრუნება და ანაზღაურება
4.1. ხელნაკეთი ნაწარმისა და ნახატების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბრუნება შესაძლებელია
მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღწერილობისგან
- პროდუქტი არის დაზიანებული
- პროდუქტი არ ჩაბარდა დადგენილ ვადებში
4.2. დაბრუნების მოთხოვნა უნდა წარედგინოს ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
4.3. დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს მყიდველისთვის
პროდუქტის სრული ღირებულება.
5. პასუხისმგებლობა
5.1. გამყიდველი სრულად არის პასუხისმგებელი:
- პროდუქციის ხარისხსა და შესაბამისობაზე
- პროდუქტის უსაფრთხოებაზე
- ყველა იურიდიულ საკითხზე, დაკავშირებულ მის პროდუქციასთან
- ავტორის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე
- მყიდველთან კომუნიკაციაზე და სერვისის გაწევაზე
5.2. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი:
- გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხზე
- გამყიდველსა და მყიდველს შორის წარმოშობილ დავებზე
- გამყიდველის ქმედებებზე, რომლებიც არღვევს კანონმდებლობას
6. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1. პლატფორმას უფლება აქვს შეწყვიტოს გამყიდველის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შემდეგ
შემთხვევებში:
- ხელშეკრულების პირობების ხშირი დარღვევა
- მყიდველების მხრიდან სისტემატური საჩივრები
- ყალბი ან არაკანონიერი პროდუქციის განთავსება
- ინტელექტუალური საკუთრების დარღვევა
6.2. შეწყვეტისას პლატფორმას უფლება აქვს შეაჩეროს გამყიდველის პროფილი და შეინარჩუნოს
არსებული გამომუშავებული თანხები მანამ, სანამ ყველა დავა არ მოგვარდება.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. ყველა დავა, რაც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გადაწყდება
მოლაპარაკების გზით.
7.2. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა გადაიჭრება საქართველოს
სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები
8.1. პლატფორმას უფლება აქვს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, რაზეც გამყიდველს ეცნობება
ელექტრონული ფოსტით ან პლატფორმაზე შეტყობინების განთავსებით.
8.2. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ითვლება
ცვლილებებზე გამყიდველის თანხმობად.
9. საბოლოო დებულებები
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის გამყიდველის რეგისტრაციის მომენტიდან.
9.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და რეგულირდება საქართველოს
კანონმდებლობით.
9.3. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის გაწერილი ამ ხელშეკრულებაში, რეგულირდება
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
10. თანხმობის შედეგები
10.1. პლატფორმაზე რეგისტრაციით და ამ ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის
დადასტურებით, გამყიდველი ადასტურებს, რომ:
- სრულად გაეცნო ხელშეკრულების ყველა პუნქტს
- იღებს ყველა ვალდებულებას, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებაში
- თანახმაა პლატფორმის პოლიტიკასა და წესებზე
- იცის, რომ პირობების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის დაბლოკვა ან ხელშეკრულების
შეწყვეტა პლატფორმის მხრიდან
Hunt