FishHunt.ge საიტის გამოყენების წესები და პირობები

ბოლო განახლების თარიღი: 03/10/2025

წინამდებარე დოკუმენტი არის FishHunt.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები. წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და FishHunt.ge-ს შორის. FishHunt.ge არის მცირე მეწარმე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას. FishHunt.ge წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც 'FishHunt.ge'. FishHunt.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და FishHunt.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება FishHunt.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან FishHunt.ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია FishHunt.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@fishhunt.ge. FishHunt.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: • FishHunt.ge (შემდგომში 'ჩვენ', 'ჩვენი', 'ვებ-გვერდი', 'პლატფორმა') - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მცირე მეწარმე; FishHunt.ge მოქმედებს მხოლოდ შუამავალი პლატფორმის როლში და არ არის პასუხისმგებელი პროდუქტებზე, ტრანზაქციებზე ან მომხმარებლებსა და გამყიდველებს შორის ურთიერთქმედებაზე. • მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს FishHunt.ge-ზე განთავსებული თევზაობის, ნადირობის და ლაშქრობის აღჭურვილობა; • გამყიდველი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავის პროდუქტებს ყიდის FishHunt.ge-ს პლატფორმის მეშვეობით, არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; FishHunt.ge არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ მითითებული ანგარიშის ნომრის კუთვნილებასა და სისწორეზე; • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება; • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება; • პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება; • რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა; • ანგარიში - მომხმარებლის მიერ FishHunt.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი; • შეკვეთა - მომხმარებლის მოთხოვნა გამყიდველის პროდუქტის შესაძენად; • მიწოდება - პროდუქტის მომხმარებლისათვის გადაცემის პროცესი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს გამყიდველის, მყიდველის ან პლატფორმის მეშვეობით. ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს FishHunt.ge-ზე განთავსებული თევზაობის, ნადირობის და ლაშქრობის აღჭურვილობა. მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და FishHunt.ge. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია

FishHunt.ge-ზე თევზაობის, ნადირობის და ლაშქრობის აღჭურვილობის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. მომხმარებელს კალათაში ნივთების დამატება შეუძლია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით: • სახელი • მისამართი • ელექტრონული ფოსტა • სისტემაში შესასვლელი პაროლი აკრძალულია ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა ერთი და იმავე პირის მიერ გამყიდველის სტატუსით, თუ პლატფორმა წინასწარ არ დაამტკიცებს. მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია როგორც პროდუქტის შეკვეთის პროცესში, ასევე შეკვეთამდეც. შეკვეთამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს 'სისტემაში შესვლას'. სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით: • სოციალური ქსელით • Google-ით • ელექტრონული ფოსტით

მომხმარებლის გარანტიები

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი; • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას FishHunt.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით; • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით; • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს; • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე; • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის FishHunt.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას; • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და FishHunt.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქტების შეძენა

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს. FishHunt.ge-ს პროდუქტის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქტის შესახებ უსაფრთხო და დროულად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქტის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებლის მიერ შეძენილ ნივთზე ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე. FishHunt.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, არასწორი/არასრული მონაცემების მითითითების, უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. FishHunt.ge იტოვებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი. მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე. შეძენილი პროდუქტების გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება მის მიერ არჩეული ანგარიშსწორების შესაბამის გვერდზე, სადაც უთითებს გადახდისთვის მოთხოვნილ საკუთარ მონაცემებს (მაგ. ბარათი). ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის ან/და მომხმარებლის მხრიდან შერჩეული შესაბამისი პროვაიდერის მიერ. FishHunt.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის ან/და სხვა სახის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება. ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

შეძენილი პროდუქტების მიწოდების წესები და პირობები

FishHunt.ge პლატფორმა გთავაზობთ მიწოდების სერვისს სამი გზით: • გამყიდველის მიწოდება: გამყიდველი პირადად ახორციელებს პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდებას; • მყიდველის აღება: მომხმარებელი პირადად იღებს პროდუქტს გამყიდველისგან; • პლატფორმის მიწოდება: FishHunt.ge უზრუნველყოფს პროდუქტის მომხმარებლისათვის ტრანსპორტირებას. მიწოდების სერვისის არჩევა ხდება გამყიდველის მიერ პროდუქტის განთავსებისას. თითოეულ მიწოდების ვარიანტს გააჩნია კონკრეტული პირობები და ღირებულება. პლატფორმის მიწოდების სერვისის გამოყენებისას: • საფასური შეადგენს პროდუქტის ღირებულების 5%, მინიმუმ 10 ლარი; • მაქსიმალური საფასური - 50 ლარი; • საფასური არ ვრცელდება ქეშბექის გაანგარიშებაზე. მიწოდების პირობები და ვადები დამოკიდებულია არჩეულ მეთოდზე და მითითებულ მისამართზე. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მიწოდების ვადები და უზრუნველყოს პროდუქტის უსაფრთხო ტრანსპორტირება. შეკვეთის ღირებულება გულისხმობს მომხმარებლის მიერ საბოლოოდ გადახდილ მთლიან თანხას, მიწოდების საფასურთან ერთად. თუ მომხმარებელი განახორციელებს ერთზე მეტი პროდუქტის შეკვეთას და შეკვეთის მიღებამდე გააუქმებს რომელიმე პროდუქტს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთა გააუქმოს სრულად. მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს FishHunt.ge-ისგან მიღებული ვაუჩერი მხოლოდ ერთხელ. აკრძალულია მომხმარებლის მხრიდან ვაუჩერის მიღების მიზნით ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა.

მომსახურების მიღება

შეძენილი პროდუქტების მიღება მომხმარებელს შეუძლია სამუშაო დღეებში, არჩეული მიწოდების მეთოდის მიხედვით. გამყიდველის მიწოდების შემთხვევაში ვადები და პირობები განისაზღვრება გამყიდველის მიერ პროდუქტის აღწერაში. პლატფორმის მიწოდების შემთხვევაში ვადები დამოკიდებულია მისამართზე და შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

თუ FishHunt.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს FishHunt.ge-ს გუნდს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

FishHunt.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებელს შეთავაზებულ მომსახურებაზე. მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით. FishHunt.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა. FishHunt.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით. FishHunt.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში. სასამართლოს მიერ FishHunt.ge-ს პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. FishHunt.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, FishHunt.ge-ის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს FishHunt.ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქტების მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით FishHunt.ge მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. FishHunt.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თანხმობა გაიცემა აქტიური ქმედებით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა FishHunt.ge-ისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, FishHunt.ge შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება FishHunt.ge-ის ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით: მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი 'switch on/off' რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს FishHunt.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდგომ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის FishHunt.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მესამე მხარე

FishHunt.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს FishHunt.ge-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, FishHunt.ge მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები

FishHunt.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდგომ, FishHunt.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@fishhunt.ge +995 551 999 055 თბილისი, საქართველო